უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი ავრაამი (ლოტიში) კიევ-პეჩერის ლავრის ვიკარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ დააკმაყოფილა არქიმანდრიტის თხოვნა და დალოცა მამა ავრაამი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ეპიფანემ მიმართა მთავრობას, დაუშვას ლავრის შენობების გამოყენება რელიგიური მსახურების, ბერების განსახლებისა და სამონასტრო საქმიანობისთვის. მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერების შესაძლო პროვოკაციებისგან ვიკარისა და მონასტრის დაცვას ხელს შეუწყობს.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ, ბერები კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ. მისივე თქმით, ბერებმა თავად იციან, რა ვარიანტები აქვთ ლავრაში ცხოვრების გასაგრძელებლად.
თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მღვდლების გამოსახლება მოხდება უკრაინის კანონების შესაბამისად და რომ კიევ-პეჩერის ლავრა უმასპინძლებს რელიგიურ მსახურებას უკრაინის კანონების შესაბამისად და არა იმ სუბიექტების ჩართულობით, რომლებიც ოდესღაც აქ დიდი რაოდენობით შეიქმნა გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს არაერთი ეპარქია, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი მტრის ძალების მხარეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებშია ეჭვმიტანილი.
შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ.
2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.
მსგავსი სტატიები
- 63დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 54"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 51ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 51საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…