„გურიის ჩაის გზის“პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, ნაგომარში არსებული საწარმო ჩაი „გურულები“, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი პოტენციალის გაუმჯობესებას. იგი აქტიურად მონაწილეობს „ჩაის გზის“ ფესტივალებში და მათი პროდუქცია პოპულარობითაც სარგებლობს.
ნაგომრელებს სოფლის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმრეთ და მათი სანიმუშოდ მოვლილი პლანტაციები დავათვალიერეთ.
_20 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია გვაქვს. 40-მდე ქალბატონი გვყას სეზონზე დასაქმებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაის მოვლითი ღონისძიებები, რომ შემდეგ ნაზი დუყები მივიღოთ, რომლისაგან ვამზადებთ როგორც კლასიკურ შავი ბაიხის ჩაის, ასევე მწვანე ჩაისაც.5 ტონა მზა პროდუქციას გამოვუშვებთ. ასევე ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც და ჩაის ერთჯერად პაკეტებსაც. ძალიან მნიშვნელოვანის სტანდარტების დაცვა, რომ პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს _გვითხრა „ჩაი გურულების“ დამფუძნებელმა ჯონი ნაჭყებიამ.
ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს შეეხო.
_სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ძნელია ჩაის ბიზნესის განვითარება. „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ ჩინური კონვეირული სისტემის საშრობი დანადგარი შევიძინეთ, რომლის ანალოგი გურიაში არ არის. ამ დანადგარის წარმადობა 400 კილოგრამი მზა პროდუქციაა, საშუალოდ 40 კილოგრამ პროდუქციას უშვებს საათში _გვიხსნის ჯონი ნაჭყებია.
საწარმოს 3 ადამიანი ემსახურება. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია მახარისხებელის _ერთიანი კონვეინური ხაზი ჰქონდეთ, რაც „ემპარდის“ პროექტითაა შესაძლებელი.
_წავიდა ის დრო, როცა ოზურგეთი ათასობით მზა პროდუქციას აწვდიდა ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებს. ძალიან ბევრი პლანტაცია ამოძირკვა და ბევრგან მოცვს და სხვა კულტურებს აშენებენ, მაგრამ გურიაში ჩაის კულტურას მისი ღირსეული ნიშა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ჯერ-ჯერობით ჩვენს პროდუქცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, ვგეგმავთ შუა აზიის ქვეყნებშიც გატანას _გვითხრა მან.
ამჟამად ნაგომრელები დაბა ურეკში (მაგნეტიტი) გასამართ „ჩაის გზის“ ფესტივალისთვის ემზადებიან.
მსგავსი სტატიები
- 83„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
- 81„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
- 76კომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში, გურიის…