დღეს, 18 ივნისს, 87 წლის გახდებოდა ძალიან კარგი ქართველი, აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს  ყოფილი რწმუნებული გურიაში ანზორ დუმბაძე.

„ ანზორ დუმბაძე სიყვარულით მოსილი პიროვნებაა, ეს სიყვარული მას კანონიერად დაუმსახურებია. უდიდესი პასუხიმგებლობა, ლამაზი იუმორი, სწავლა-განათლება, საქმისადმი ერთგულება, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარული და თავგანწირვა, ხალასი მეგობრობის გრძნობა – აი, ის თვისებები, რამაც განაპირობა მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა“ _ ასე წერდა ანზორ დუმბაძის შესახებ ცნობილი პედაგოგი, ქართული სიტყვიერების მასწავლებელი  ფეფო ბოლქვაძე.

„ბატონი ანზორი შემოქმედში დაიბადა, მამა სამამულო ომში ქერჩის მისადგომებთან დაეღუპა. დედამ მარშანიას ქალმა  ერთადერთი ვაჟი  აღზარდა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ  27  წელი დაჰყო. მეუღლე მერი კოდუა,  სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის ლექტორი, ასევე ღირსეული ქალბატონი. უფროსი ქალიშვილი დალი,  პროფესიით იურისტი, წლების განმავლობაში ქალაქ სოხუმის მოსამართლე იყო, მეორე ქალიშვილი ინგა დუმბაძე გურიაში გათხოვდა, იგი  წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობს. აფხაზეთშივე ცხოვრობდა ანზორის  გამზრდელი  ბიძა,  პროფესორი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის  რექტორი იოსებ მარშანია. ბატონი იოსებიც შემოქმედიდან იყო.

ანზორ დუმბაძე სოხუმში სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, იყო ქალაქ სოხუმის გამწვანების ტრესტის მართველი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში აფხაზეთის დედაქალაქი ბაღნარად იქცა.

აფხაზეთის ომის დროს  აიჩიეს სტაბილიზაციის  კომიტეტის წევრად. ომის შემდგომ იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული გურიის მხარეში და პარალელურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის პრეზიდენტი.

ბატონი ანზორი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებიც ყოველნაირად ცდილობდა ორ მოძმე ერს შორის  ჩატეხილი ხიდი აღდგენას. იგი ხელით ნალოლიავებ სოხუმში დაბრუნებაზე ოცნებობდა, სწყუროდა ეხილა მისი მეორე მშობლიური მხარე, კვლავ ბედნიერი, ლაღი და მშვიდობიანი, რაც სამწუხაროდ არ დასცალდა“_წერდა გაზეთი „ალიონი“2001 წლის 20 ივლისის ნომერში.

გაზეთი „ალიონი“ და ალიონელები მისთვის  უახლოესი მეგობრები იყვნენ. რედაქციაში, გაზეთის იმჟამინდელი რედაქტორის თამაზ სალუქვაძის კაბინეტში შეხვედრების ძირითადი თემა, მათი საერთო მეგობრის, დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება და  მათი ურთიერთობების გახსენება  გახლდათ. ამ პერიოდში დაწერა მან ლამაზი მოგონებები ნოდარ დუმბაძეზე, რომელიც შემდეგ წიგნადაც გამოსცა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს გამოვლენილი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაში შეტანილი პირადი  დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს  რწმუნებული გურიაში, აფხაზეთის დამსახურებული აგრონომი ანზორ დუმბაძე, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით   ღირსების ორდენით  დააჯილდოვეს..

ნათელი მის ხსოვნას.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 61
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 61
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…