გემი “Aquarius” რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი 630 მიგრანტი გადაარჩინა ვალენსიას პორტში შევიდა. გემის მიღება ესპანეთმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას იტალიამ და მალტამ პორტები დაუკეტეს. შედეგად მიგრანტებს, რომელთა შორის 123 არასრულწლოვანი და 7 ორსული ქალია ზღვაში გემზე ერთი კვირის გატარება მოუხდათ.

ესპანეთის ახლად-დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება მისი მოვალეობა იყო. ნაპირზე მათ საკვები და პირველადი სამედიცინო დახმარება დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ  გემი საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Méditerranée-ს ეკუთვნის და გასულ კვირას მათ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან 629 ადამიანი გადაარჩინეს. მათი უმეტესობა ერითრეადან, განადან, ნიგერიიდან და სუდანიდან ევროპაში არალეგალურად გადასვლას ლიბიის გავლით ცდილობდა.

იტალიის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ გემს იტალიური პორტებით სარგებლობაზე უარი უთხრა. სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს.

„მალტა არავის იღებს. საფრანგეთი ხალხს საზღვრიდან აბრუნებს. ესპანეთი საკუთარ საზღვრებს იარაღით იცავს. შეუძლებელია რომ მალტამ დახმარების ყველა თხოვნას უარით უპასუხოს. ღმერთმა მალტა სიცილიაზე უფრო ახლოს განათავსა აფრიკასთან.“_  თქვა სალვინიმ.

მალტა აცხადებს, რომ გემმა მიგრანტები ლიბიის წყლებიდან აიყვანა და შესაბამისად ისინი იტალიის იურისდიქციაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქის, მათ შორის პალერმოს მერმა გადაწყვიტა გემს მათ პორტში შესვლის უფლება მისცეს, სანაპირო დაცვის მხადაჭერის გარეშე გემმა პორტებში შესვლა ვერ შეძლო.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას საფრანგეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ემანუელ მაკრონმა იტალიის მთავრობა „ცინიზმსა და უპასუხისმგებლობაში“ დაადანაშაულა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გემის მგზავრებთაგან ნებისმიერს, ვისაც საფრანგეთში გადასვლის და ცხოვრების სურვილი ექნება, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ამის საშუალებას მისცემს.

„ტაბულა“

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 57
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 55
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 54
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…