მდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორია 

 ბახვი 2 ჰესის პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან (დაცილება 2.8კმ), მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, 2023 წლის, 29 მაისს. პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც წინა მფლობელისგან სრულად გამოისყიდა იგი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პროექტის ძველ ვერსიას გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ჰქონდა, ახალმა მფლობელმა სრულად განაახლა პროექტი და თავიდან გაიარა სკოპინგისა და გზშ-ს ეტაპები, იმ მიზნით რომ პროექტი გამხდარიყო ტექნიკურად უფრო ეფექტური და გარემოსდაცვის კუთხით ზემოქმედების შედარების ნაკლები მატარებელი. ამჟამად კომპანია სამშენებლო ნებართვებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მზადების პროცესშია.

ბახვი 1 ჰესის პროექტზე განმახორციელებელმა კომპანიამ გზშ-ს ნებართვა 2022 წლის 27 ივნისს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ბახვი 2 ჰესის მენეჯმენტმა ითანამშრომლა როგორც ადგილობრივ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლურ კომპანიებთან.

 

  1. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (ე.წ. „ფიზიბილითი“) მომზადდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპული საკონსულტაციო კომპანია „აფრის“ მიერ.
  2. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა გერმანულმა კომპანია CSI – Caucasus Science E
  3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმუშავა „გამა კონსალტინგმა“.
  4. ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა საერთაშორისო, ევროპულმა კომპანია SLR-მა. კვლევაზე იმუშავა SLR-ის ბრიტანეთის ოფისის მთავარმა მკვლევარმა ნიკოლა ფოკსმა. SLR-ის მიერვე მომზადდა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა და შესაძლო შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა.
  5. კლიმატის კვლევაზე იმუშავა ფრანგმა საერთაშორისო ექსპერტმა, კომპანია Alpage-ს დამფუძნებელმა და მთავარმა მკვლევარმა, პიერ ბიდერმანმა.
  6. კუმულაციური ზეგავლენის კვლევა ასევე, პიერ ბიდერმანმა და მისმა კომპანიამ მოამზადა. მანვე შეიმუშავა შემარბილებელი ღონისძიების ნუსხა და მათი შესრულების სამოქმედო გეგმა.
  7. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზიც პიერ ბიდერმანმა და მისმა კომპანიამ მოამზადა.
  8. წავის პოპულაციის კვლევა ბახვი 2 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკო ქერდიყოშვილმა აწარმოა.

კომპანიის გამჭვირვალობისა და ჩართულობისთვის პოლიტიკაზე დაყრდნობით, პერიოდულად გავრცელდება პრესრელიზები თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კვლევასთან დაკავშირებით. კომპანია, ინფორმაციას დაურთავს ყველა შესაძლო ბმულს, რათა სპეციალისტებმა და დარგის ექსპერტებმა, ინტერესის შემთხვევაში, მარტივად მოახერხონ   ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და მათი რეკომენდაციების გაცნობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „ბახვი 2“-ის მდ. ბახვისწყალზე „ბახვი 2 ჰესის” პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5919

  1. https://nea.gov.ge/Ge/GZSH-Applications?Type=null&Title=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98+2  – სრული საქმის წარმოება ბახვი 2 ჰესის პროექტზე.
  2. https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2536 დამატებით წარდგენილი დოკუმენტები

 

ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მდ. ბახვისწყალზე, 10,9 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1 ჰესის“ და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ. ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ:  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/318

სრული საქმის წარმოება ბახვი 1 ჰესის პროექტზე: https://nea.gov.ge/Ge/Search?search=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98+1  –

ბახვი ჰესის მიზანია, განახორციელოს ბახვი 2 ჰესის პროექტი საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 87
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 85
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
  • 81
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 81
    ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…