8 ივნისს,  ქ. თბილისში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“გაიხსნა გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ოზურგეთის,  ლანჩხუთის , ჩოხატაურის მხატვრები, _  სულ 56 მხატვარი. წარმოდგენილი იყო მათი  112 ნამუშევარი.

 _ ეს იყო რეგიონალური გასვლითი გამოფენა,რომელიც ჯერ 13 მაისს გაიმართა საქართველოს კულტურის ფონდის მიწვევით მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის გალერეა „მუზაში“, ხოლო ამჟამად საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“ _ გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურიის კულტურის ფონდის თავჯდომარემ, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა  ავთანდილ თავართქილაძემ.

გამოფენის ორგანიზატორი იყო ასევე  გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი (თავმჯდომარე თამაზ დარჩია).

გამოფენის გახსნას ფართო საზოგადოება დაესწრო.

მსგავსი სტატიები

  • 51
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 50
    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართაოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ფოტო აღებულია გურიის მხარის ვებ.გვერდიდან
  • 49
    ექვთიმე თაყაიშვილითაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) (დ. - 5.I.1862, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 21.II.1953, თბილისი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ბიოგრაფია ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც და სამშობლოში…
  • 49
    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთის სოფლებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდესმეშვიდე დღეა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ. კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან. სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი…
  • 49
    ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა.ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. პატარა „გოლიათი“ 5 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ავრცელებს.