ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:2 წაგების შემდეგ, კომენტარი პორტუგალიელთა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ და გუნდის თავდამსხმელმა ენრიკე არაუხომ გააკეთეს.
რუი ჟორჟე: “სამი ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი ტაიმი კარგი იყო, დაცვაში კი არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. უპირატესობა ბურთის ფლობას მივანიჭეთ. შეგვეძლო უფრო შემტევი და აგრესიული ვყოფილიყავით, თუმცა მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ეს გაჭირდა.

რა თქმა უნდა, 0:2-ის შემდეგ განწყობა შეიცვალა. ჩვენი სისუსტე დაცვაში თამაში იყო, უფრო შეტევაზე ვფიქრობდით, თუმცა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირდა. მთავარი შედეგია. ჩვენ

ფავორიტები ვიყავით, თუმცა შეცდომები დავუშვით. გუნდის განწყობა მომეწონა”.

ენრიკე არაუხო: “ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. შედეგი სამწუხაროა, თუმცა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომდევნო ორ შეხვედრას ასე შევხვდეთ. არაასდროსაა მარტივი მოედანზე მაშინ შეხვიდე, როცა მარცხდები. ყველაფერს გაავაკეთებთ, რათა უკეთესი შედეგები გვქონდეს.

მაყურებლების ფაქტორი დიდი იყო. დავუშვით ის შეცდომები, რაც ამ ეტაპზე არ უნდა დაგვეშვა. არასდროს ვართ დამოკიდებული იმაზე, მეტოქე გუნდში ვინ თამაშობს და ვინ არა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია”.

„ქართული ფეხბურთი“

მსგავსი სტატიები

  • 47
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 46
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 42
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 39
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 39
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…