2023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება.

წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის თეატრი 8  სპექტაკლით  და 18 ქართული თეატრი 18 სპექტაკლით დაიკავებს, ფესტივალი ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“(5/07 19:00 დიდი სცენა) გაიხსნება, რომლის რეჟისორი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, საზოგადოება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების)პროზაულ ნაწარმოებებზე შექმნილ 26 სპექტაკლს იხილავს სლოგანით ,,ნოდარ დუმბაძე-ქართული მწერლობა“.

აღნიშნული სპექტაკლებიდან ფესტივალზე, ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრი პორტუგალიის ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად კოპროდუქციას ,, ცის კარი“ წარმოადგენს, ხოლო ნოდარ დუმბაძის მშობლიურ მხარეში ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, ჰუმანისტი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული 5 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.

მნიშვნელოვანია, რომ წელსაც ფესტივალში მონაწილეობს  ხერსონის აკადემიურ მუსიკალური-დრამატული თეატრი უკრაინიდან, ასევე დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, პორტუგალიიდან, ხოლო ყაზახეთიდან ორი თეატრი იქნება წარმოდგენილი და  გაიმართება  ETA-ევრაზიის თეატრალური ასოციაციის დამფუძნებელი ქვეყნების სამიტი.

ფესტივალზე წელს საერთაშორისო ჟიური იმუშავებს და წინა ფესტივალიდან განსხვავებული იქნება იმით, რომ მათ შორის იქნებიან მწერლები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები. საინტერესო იქნება თავად ნომინაციებიც: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია, ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაცია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, გამოვლინდება საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და მთავარი გრან-პრი -საუკეთესო სპექტაკლი გადაეცემა გამარჯვებულს -10 000 ლარის ოდენობით, რომელიც ფესტივალის ოქროს სპონსორმა ,,სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“დააწესა. კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს.

 

ფესტივალი ტრადიციულად 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს მის მშობლიურ მხარეს ჩოხატაურს ეწვევა, სადაც 16:00 საათზე ნოდარ დუმბაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნების პრეზენტაცია (ავტორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, ქეთი დუმბაძე) გაიმართება, ხოლო 19:00 საათზე კი ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,ინტერვიუ სარკეში“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

15 ივლისს,18:00 საათზე ოზურგეთის თეატრის ცენტრალურ ფოიეში გაიმართება წიგნი-ალბომების ,,ბეჟან ნაკაიძე“, „ამირან ქადეიშვილი“, „დონ კიხოტი ოზურგეთიდან- ვასილ ჩიგოგიძე“ და ,,ნოდარ დუმბაძე ქართულ სცენაზე“ პრეზენტაციები, ხოლო 19:00 საათზე ოზურგეთის თეატრის 155- ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, მონაწილეების დაჯილდოება და ფესტივალის საზეიმო დახურვა.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა ორმა ფაქტორმა განაპირობა: ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომლის რეაბილიტაციაც მსოფლიო სტანდარტების დონეზე საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუ“ ინიციატივითა და პატრონაჟით განხორციელდა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მხარდაჭერამ.

 

ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

 

ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები.

 

ფესტივალის პროგრამა:

5/07- 19:

მსგავსი სტატიები

  • 70
    ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…
  • 68
    ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს . XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალინოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის…
  • 52
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  ყაზახურ-ქართული სპექტაკლებინოდარ დუმბაძის სახელობის   მეოთხე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა  „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ  საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის  „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…

არ გამოტოვოთ