მევენახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლის განაშენიანება ზვრებთან. ტყის ზოლები ვენახში ასრულებს წყლის ეროზიისაგან დაცვის როლს.ამიტომ მის სტრუქტურაში უნდა სჭარბობდეს ტყის ისეთი ჯიშები, რომელთა სიმაღლე 1.5- 2 მეტრით არ უნდა აღემატებოდეს ვენახის სიმაღლეს.
ქარიან ადგილებში რეკომენდირებულია შეიქმნას წყლის მარეგულირებელი მაღალი ტყის ზოლები ( ქარსაფარი), რომელიც შეიძლება შედგებოდეს როგორც მაღალი ხეების, ისე ბუჩქნარული სახეობებისა.
როგორ გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ვენახის გასწვრივ?
წყლის მარეგულირებელი მწვანე ზოლი ვენახში იგეგმება კვარტლების გრძელი მხრის გასწვრივ, ფერდობის გარდიგადმო. ზოლის გაშენება ფერდობის დახრის მიმართულებით შეუძლებელია, რადგან ეს გამოიწვევს წვიმისა და სხვა ზედაპირული წყლების დინების კონცენტრაციას ერთ ან ორ ზოლში, რაც პროვოცირებას უკეთებს ეროზიულ პროცესებს.
რეკომენდაცია რამდენიმე სახის ქარსაფარი ზოლისა:
1. წყლის ნაკადის მარეგულირებელი ბუჩქნარი ზოლები ეწყობა მთელ სიგრძეზე, გარე გზებსა და ფართობის გასწვრივ 5-7 მ. სიგანის( ჟოლო ან მოცხარი);
2. მეორე კატეგორია ხემცენარეები: ალვის ხე, აკაცია, ცაცხვი;
3. ქარიან ადგილებში რიგების მიმართულება უნდა კვეთდეს ქარის მიმართულებას. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის გამოშრობის რისკი შემცირებულია;
4. სწორ, ვაკე ადგილებზე ქარსაფარი ზოლი უმჯობესია განლაგდეს ჩრდ-სამხრეთით, რომ მთელი დღე საუკეთესო განათება იყოს;
5. მცირე დახრილობის ფერდობზე, მწვანე ზოლის რიგები უნდა განლაგდეს ფერდობის გარდიგარდმო, რაც გამორიცხავს ნიადაგის ჩამორეცხვას, აჩერებს ტენს და აადვილებს ვენახის დამუშავებას.
წყარო: მევენახეობა, გოცირიძე, გუდაბრელიძე, თბილისი 2009 წ.
პროექტს „აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის“ ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“, ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 45რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 45ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 40"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 40საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 39დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…