ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს.

კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი.

ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი, სადაც ყვავილები , სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ეს ეზო იშლება მაყურებლის თვალწინ სპექტაკლში. აქ არის ერთი დიდი ტრადიციული ოჯახი,აქ ერთმანეთს კარგად იცნობენ.   ცხოვრებენ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარებით. აქაურ რეალურ ყოფას ვერ ანგრევს შურისა და ბოღმის აჩრდილი, ცხოვრება ისე გრძელდება. სპექტაკლში არაა მრავალსიტყვაობა, ან ემოციურად დატვირთული დიალოგები, აქ ემოციები პირადი ურთიერთობებით და ურთიერთპატივისცემით იმართება.

ჩვენი ეზო ჩვენი სამოთხეა, ყველა ერთად რომ ვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ესაა სამოთხე“.

მაგრამ,  ამ სილამაზეს მაინც აუფასურებს ის უდიდესი ბოროტება, რასაც ომი ჰქვია.

ომი დაიწყო!

,,დაეცა, ერთი კვირის წინ, ქალაქი დაეცა, მიწა გასკდა   თითქოს და ჩვენი ეზოც მა გმიწამ ჩაიტანა, ჩვენი კაცები ომში არიან, უნდა გადარჩნენ ეგენი, ჩვენც  უნდა გადავრჩეთ. ვინც ომს იწყებს, ჯოჯოხეთში უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ ეგენი უნდა ხვდებოდნენ

კაცები იბრძვიან ოჯახთა დასაცავად, საყვარელ ადამიანთა საფლავების დასაცავად, სამშობლოს დასაცავად. არავინ იცის ვინ გადაურჩება ომის  საშინელ ქარტეხილებს. ქალები, მთებით უნდა  გადავიდნენ სამშვიდობოს. „ამასაც თუ მშვიდობა ჰქვია“.

იმთავითვე განწირულნი, მაგრამ მაინც შეუდრეკელნი, „მე დედა ვარ და ჩვემი შვილი ომშია, მე დედა ვარ და ჩემი ქმარი ომშია“… ომმა წაიღო მშვიდი და მშვიდობიანი ცხოვრება. იყინებიან თანდათან, ათოვს და თეთრად იფერება მათი მოცახცახე სხეულები. ესაა ომის საშინელი შედეგები.

სპექტაკლის შემოქმედებითი კოლექტივი და მსახიობები კარგად ახერხებენ ყველა ამ უმძიმესი ეპიზოდის გადმოცემას.  კიდევ ერთხელ იღვიძებს ყოველთვის აქტუალური თემა – ომი ყველაფერს ანადგურებს, სილამაზეს, სიყვარულს, ბედნიერებას, სიცოცხლეს…და რომ მშვიდობის ფასი არაფერია, მათ შორის ადამიანურ ურთიერთობებში, რომელიც დღეს ესოდენ მოსანატრი გაგვხდომია. რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა გაგვხდომია მოსანატრი.

სპექტაკლის ,,ცოტა ომი და ბევრი სიყვარული” საპრემიერო ჩვენების შემდეგ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, რეჟისორს, ელენე მაცხონაშვილს მადლობა გადაუხადა და საკუთარი შეფასება გააკეთა.

_ ეს არის სპექტაკლი, რომელმაც მომგვარა ნოსტალგია ურთიერთობების, თუ როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს და როგორ უნდა მოვეფეროთ დღესაც, დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც დრომ მოიტანა.ეს ნოსტალგია ყველა იმ ნიჭიერი ადამიანის შემოქედებასაც მახსენებს, რომელიც ჩემს თეატრს უკავშირდება.

ჩვენ ვქმნით თეატრს, რომელსაც უყვარს მაყურებელი და ნუ ვიქნებით ბოღმით, შურით დაკავებული, ჩვენ გიცხადებთ ჩვენს სიყვარულს.

 

ელენე მაცხონაშვილი: _ძალიან მიყვარს ოზურგეთის თეატრი, რადგან ფაქტიურად აქ გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ოჯახში გავიზარდე,  ვასო ჩიგოგიძის სპექტაკლებმა გადამაწყვეტინა ვყოფილიყავი რეჟისორი. დიდი მადლობა შემოქმედებით პერსონალს, თეატრის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ განმეხორციელებინა ეს სპექტაკლი.

ცალსახად ვგმობ ომს და რაც ყველაზე მეტად გვინდა, ეს არის მშვიდობა მსოფლიოში.

მსახიობები ამ სპექტაკლს რომ კარგად გაართმევდნენ თავს, ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. მობილიზებულ და კომპაქტურ შემოქმედებით ჯგუფთან ვმუშაობდი და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ, რომ ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ სპექტაკლი.

25 დეკემბრიდან ოზურგეთის თეატრი პატარა მაყურებელსაც მასპინძლობს საახალწლო ჩვენებით – „წუნა და წრუწუნა“ რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.

გაზეთი „ალიონი“ ულოცავს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დამდეგ შობა-ახალ წელს. შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ თეატრის ყველა მესვეურს, და რაც მთავარია მშვიდობას.

გაზეთი „ალიონი“, #31, 2023 წ.

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    „წარმოიდგინეთ, რომ არ ვთამაშობთ და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. “ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…
  • 100
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 100
    რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე, გაზეთ „ალიონის“ შეკითხვა სესიის დროის ამოწურვის მოტივით უპასუხოდ დატოვეს  დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…