ოზურგეთის „არწივებმა“ ბოლო ტურის მატჩში ქუთაისის „არესს“ უმასპინძლეს და 5:29 დამარცხდნენ.

„ყაზბეგი“ ბოლნისის „ყოჩებთან“ დამარცხდა 17:38;

რუსთავის „ხარებმა“ ბათუმთან წააგო 18:24; ხოლო „ხვამლმა“ აია 88:17 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონი „ლელო-სარანსია“ მას 66 ქულა აქვს. მას ერთი შეხვედრა აქვს გასამართი აუტსაიდერთან თბილისის „აკადემიასთან“ რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო.

მეორეზე 59 ქულით აიაა, ხოლო მე-3 ადგილზე 53 ქულით ბათუმი.

„არწივები“ 18 ქულით მე-9 პოზიციაზე არიან (3 მოგება, 1 ფრე, 14 წაგება; გატ/გაშ 462:698)

ისინი დიდ 10-ში დასარჩენად პირველი ლიგის მეორე ადგილისანთან ითამაშებს.

მსგავსი სტატიები

  • 77
    „არწივები“ „ლელო სარასენს“-თან დიდი ანგარიშით დამარცხდადღეს, ქ. თბილისში, ლელო არენაზე საქართველოს პირველობაზე რაგბიში დიდ 10-ში, ოზურგეთის „არწივები“ გათამაშების ლიდერს „ლელო სარასენს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 17:84 დამარცხდა. „ლელო სარასენს“ 58 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო  „არწივებს“ 15 ტურის შემდეგ (3 მოგება, 12 წაგება; გატ/გაშ. 421/601) 16 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.
  • 77
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 75
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 75
    ლანჩხუთის „გურიამ“ ბოლო 2 ტურში 4 ქულა მიითვალაარასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
  • 74
    ოზურგეთის „არწივები“ თბილისის „აკადემიას“ ფოთში უმასპინძლებსხანგრძლივი შესვენების შემდეგ „დიდი 10“ მიმდინარე კვირიდან განახლდება. მე-12 ტურის მატჩში ოზურგეთის „არწივები“ თბილისის „აკადემიასთან“ გამართავს შეხვედრას. 27 იანვარი | 14:00 | ფოთის "პარკი არენა" ერთად ვქომაგობთ "არწივებს"