საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, _ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.

„ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,“_ განაცხადა პატელმა.

ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 74
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 71
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 65
    ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილასაქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“,საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  დღეს ოზურგეთში განიხილა. როგორც რეგიონის მოსახლეობასთან  შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს. _ „მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან…
  • 65
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
  • 65
    ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში პარტიულ აქტივს შეხვდა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში  გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი  და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…