აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.

„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.

ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

წყარო: ipn.ge

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
  • 62
    ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ 16 ადამიანი ემსხვერპლააშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, დაახლოებით სამი მილიონი კერძო სახლი და სხვა დანიშნულების შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში…
  • 61
    3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
  • 61
    თამარ რუსიეშვილი ჰარვარდში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლისწარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით. თამარის  შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა. თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში. თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22…
  • 60
    26 ნოემბრიდან საქართველოში თოვაა მოსალოდნელი25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.