საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
“ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ.
უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა. ასევე, აღსანიშნავია ის ნეგატიური კამპანია, რაც ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის და აგრესიის კულტივირებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლების მიმართ, გამიზნული ფიზიკური ანგარიშსწორება კი, უახლესი ისტორიის არაერთ თავს ითვლის. ამის დასტურია გუშინდელი დარბევაც, რომელმაც არაერთი ჟურნალისტის და ოპერატორის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა.
მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს.
ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები:
1. ირინა ყურუა
2. მაია მერკვილაძე
3. სალომე გეგეშიძე
4. ამირან ვადაჭკორია
5. თეკლა მჭედლიძე
6. ნონა დიასამიძე
7. მარიამ ბოლქვაძე
8. თეონა თურმანიძე
9. თეონა ხარაბაძე
10. გიგა ჯიჯავაძე
11. ანა გოგიტიძე
12. სოფო ჟღენტი
13. ირმა ჩხაიძე
14. ზურაბ გუჯაბიძე
15. ანა გოგიტიძე
16. დათო ტრაპაიძე
17. მაია ვარშანიძე
18. ბაჩო გურაბანიძე
19. ლაშა ზარგინავა
20. ხათუნა შუშანიძე
21. სულხან წულუკიძე
22. გიორგი წეროძე
23.შოთა გუჯაბიძე
24.ნინო ინაიშვილი
25. შოთა გუჯაბიძე
26. ლალა ფაღავა
27. ირაკლი ჯაფარიძე
28. გიორგი ლორია
29. თამარ გაზდელიანი
30. რატი რატიანი
31. გუგული ბერიძე
32. ანა ვაშაყმაძე
32. ლეილა შავიშვილი
33. ლევან ურიდია
34. ნონა ჩხარტიშვილი
35. ცირა სურმანიძე
36. გიორგი მურვანიძე
37. მამუკა დარჩია
38. მინიკო ბერიძე
39. ჯენი კვანტალიანი
40. სოფო შავაძე
41. მზია მართალიშვილი
42. ნათია ლომაძე
43. ირინე წუწუნავა
44. გაბრიელა კვაჭანტირაძე
45. თიკო სუსარეიშვილი
46. დიო საფაროვა
47. ნათია თავდგირიძე
48. ქეთი კაცაძე
49. დავით ფარტენაძე
50. ნინი ფირცხალაიშვილი
51. გიორგი შარაშიძე
52. ირაკლი ფარულავა
53. ირაკლი მსხილაძე
54. თამუნა ხოზრევანიძე
55. მელანო ბალაძე
სია განახლებადია,” – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 97
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 93
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 92
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 86
    „პალიტრა მედიას“ განცხადებაბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…
  • 84
    გიორგი გაბუნია - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ - სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვისზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…

არ გამოტოვოთ