დღეს ისტორიულ მუზეუმში მანანა ლომაძის წიგნის – “ძველი ოზურგეთი და მისი უბნები” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ყველა ოზურგეთელისათვის დიდი საჩუქარია, რადგან მასში ასახულია ოზურგეთის ისტორია, თავად ქალაქისა და უბნების დასახელებათა წარმოშობა. ასევე ასახულია გურიის ისტორიიდან სხვადასხვა თემები: პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური ყოფა, სხვადასხვა ტრადიციები.
ქალბატონმა მანანამ ისაუბრა წიგნის შესახებ, გაიხსენა მასზე მუშაობის პერიოდი და მადლობა გადაუხადა ყველას ვინც მცირე წვლილით დაეხმარა მასალების მოპოვებაში.
ღონიძიებას ესწრებოდნენ: მოსწავლეები, ჟურნალისტები და ოზურგეთის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ამ დღეებში მანანა ლომაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ვულოცავთ!

მსგავსი სტატიები
- 77
- 77
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 73
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 71
ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი… - 71
ავტორი თემურ მარშანიშვილი 8 იანვარს ბედნიერი იყო ოზურგეთის მუსიკალური სკოლის მომცრო საკონცერტო დარბაზი და მასში ძლივსდატეული მსმენელი. ბედნიერებაა , აბა, რა არის, როცა შუბერტი, შოპენი და... ასათიანი შობას მოგილოცავენ. სხვანაირად ვერ შევაფასებ ავსტრიაში, ქალაქ ვაიდჰოფენში მოღვაწე თათა ასათიანი-აიგნერის მიერ მშობლიურ ოზურგეთში ექსპრომტად გამართულ კონცერტს. რასაკვირველია, მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ…
