სოციალურ ქსელში „ოზურგეთი, განცხადებები“ სტიქიისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც სავარაუდოდ ნატანების თემში, სოფელ ჯაფარეულში მდებარეობს.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახურავის ჩამონგრევისგან არავინ არ დაშავებულა.
ფაქტის დაზუსტებისთვის ჩვენ დავუკავშირდით დასახელებული სოფლის ხელძღვანელებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.
ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო – წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.