დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორეჯერ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს _ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვლავ სძლია, ამჯერად ანგარიშით 6:1.

20 მარტს, პირველ მატჩში  საქართველომ სტუმრად დაამარცხა მეზობელი ქვეყნის ნაკრები, ანგარიშით 0:3.

ვილი სანიოლის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა მეტოქე.

ამრიგად, საქართველო რჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, სომხეთი კი C დივიზიონში გადაინაცვლებს.

ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

10 წუთში გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლით ნაკრებმა სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე გოლი 27-ე წუთზე შეაგდო ოთარ კიტეიშვილმა და დუბლი გაიფორმა.

35-ე წუთზე მიქაუტაძემ სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა _ ეს მისი მეორე გოლი იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა ედგარ სევიკიანმა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ხვიჩა კვარაცხელიამ, 62-ე წუთზე.

გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა _ იგი საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შოთა არველაძეს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 26 აქვს გატანილი ნაკრების მაისურით.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 66
    საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა. სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა სადებიუტო გოლით, პირველი ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ. ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.…
  • 64
    საქართველო-უკრაინა 1:1დღეს, ქ. ბათუმში, ერთალიგის მატში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად მასპინძლების დიდი სათამაშო უპირატესობისა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველებისაგან გოლი 76-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
  • 64
    U 19-ის სამი ქულა. საქართველომ შვედეთი სტუმრად 2:1 დაამარცხასაქართველოს ვაჟთა 19-წლამდე ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი ეტაპის მატჩში სტუმრად შვედეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თავდაპირველად შვედები. 30-ე წუთზე სერნელიუსის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით გაიტანა გოლი. ისინი პირველ ტაიმში ფლობდნენ უპირატესობას. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. სტუმრები გააქტიურდნენ.70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა ასევე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთი თავით…
  • 62
    „ბათუმი“ 49:17 „არწივები“დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…