დანია, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის, _ ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
დანიური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ლარს ლოკე რასმუსენი და ტროელს ლუნდ პოულსენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ მხარდაჭერა მიიღეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს.
„კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
- 74
- 66აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 65
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 63
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 63
15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
