ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ “ამაღლობელი ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონებით, თვითნებური დაპატიმრებებით, განზრახ ეკონომიკური ზეწოლითა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით”.

შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

“ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში წინა მოსმენის მონიტორინგისთვის, ყურადღებით დააკვირდება ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI);
  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ);
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF);
  • „მუხლი 19“ ევროპა;
  • OBCT;
  • თავისუფალი პრესა შეუზღუდავად (FPU);
  • ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“ (JFJ);
  • ცენზურის ინდექსი;
  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ);
  • არამინტა;
  • მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი;
  • მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი;
  • IMS (მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა).
  • წყარო: რადიო „თავისუფლება“

მსგავსი სტატიები