30 – 31 ოქტომბერს ინდოეთში, ქ. დელში , მკლავჭიდში მსოფლიოს პირველობა ( 23 წლამდელებსა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის) გაიმართა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პარასპორტსმენმა ფირუზ მარკოიძემ და შეჯიბრიდან სამი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი წამოიღო.
მარკოიძე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი,როგორც 23 წლამდელებში, ასევე დიდებში.
,, მიხარია, რომ ფირუზ მარკოიძემ კვლავაც გვასახელა და გაგვახარა , იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს დაუღალავი შრომის და ვარჯიშის შედეგია. იგი ნამდვილად არის სამაგალითო სპორტსმენი. სამგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. ვულოცავ მას ამ დიდ გამარჯვებას.
აქვე მინდა ავღნიშნო, ავთანდილ მეგრელიშვილის კარგი, მაგრამ უიღბლო გამოსვლა.ეს მსაჯების დაუდევრობით მოხდა, რის გამოც მან ბრინჯაოს მედალი დაკარგა. დარწმუნებული ვარ ავთანდილი მკლავჭიდში მის სიტყვას იტყვის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“ – გიორგი რუსიეშვილი – მწვრთნელი
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი , ილია ჟვანია და ზურაბ ბურჭულაძე

მსგავსი სტატიები

  • 91
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 88
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 86
    ხარიტონ ჩხატარაშვილი – კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს უძღვნის თავსგურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…
  • 86
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 86
    რუმინეთში მკლავეიდში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის პარასპორტსმენმა ფურიზ მარკოიძემ ორ ასაკობრივ ჯგუფსა და ორ წონით კატეგორიაში ( 23 წლამდელთა და დიდებში , 60 კგ; 65 კგ ) იასპარეზა და მარცხენა მკლავში , ორი ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება მარჯვენა მკლავს აქ…