31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა.

_ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანიაპარვუს ჯგუფიმდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ  სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებით, არ მონაწილეობთ კომისიების სხდომებში, ბატონო, ვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი  შილაკაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველma  მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ  კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამის დარგობლივი კომისიის სხდომაზე  მოიწვიონ, კითხვები დაუსვან და მათ დეპუტატებს უნდა გასცენ პასუხი.

თუმცა, მას შემდეგ ორი თვე გავიდა და საკრებულოს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დამდგარა.

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე საკრებულოს წევრმა გიორგი შილაკაძემ კვლავ დასვა კითხვა მდინარე ბჟუჯის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.

_2 თვის წინ, საკრებულოს სხდომაზე დავსვი საკითხი მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. თვენ მითხარით, რომ შეისწავლიდით საკითხს, და კომისიის ფარგლებში ვიმუშავებდით. რა პოზიციაზეა დღეს ეს საკითხი, რადგან კომპანია „პარვუს ჯგუფი“ რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ხეობას? მოვითხოვთ ამ საკითხზე ან საკრებულოს სხდომაზე, ან კომისიიის ფორმატში ვიმუშაოთ _განაცხადა გიორგი  შილაკაძემ.

ლავრენტი ბიგვავას განმარტებით,  ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამომწურავად იყო გაშუქებული ჰესების მშენებლობის თემა და ამიტომ საკრებულოს შესაბამისი კომისის არ შეუქმნია.

როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს თავამჯდომარის პირველი მოადგილე  კომპანია „ბახვი 2 ჰესის“ საქმიანობის შესახებ  რეგიონის მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს გულისხმობდა.

მცირე კომენტარი ოზურგეთის მუნიციუპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემაც გააკეთა:

_არ ვიცი ზუსტად, „პარვუს ჯგუფი“ იყო თუ სხვა, ისინი მოსახლეობასაც შეხვდნენ და ესაუბრნენ. ნებართვის საჭიროება ჰესის მშემებლობაზე არ არის და იგი ჩვენგან არ აუღიათ…

 მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესი უნდა აშენდეს“ _ამ სათაურით გაზეთ „ალიონის“ 27 ივნისის ნომერში (#15) დაიბეჭდა სტატია, რომელიც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის „ბასრა 1“, „ბასრა 2“ და „ბასრა 3“ მშენებლობას შეეხებოდა:. შემდეგ გაზეთ „ალიონში“ და ვებ.გვერდზე ALION.GEმორიგი სტატია გამოქვეყნდა. იხ. ბმული:

მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი ახალი ჰესის ასაშენებლად 3 კილომეტრამდე გზა უკვე გაიყვანეს.

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელებს საკრებულო მოუსმენსდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…
  • 68
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი ახალი ჰესის ასაშენებლად 3 კილომეტრამდე გზა უკვე გაიყვანეს.„მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესი უნდა აშენდეს“ _ამ სათაურით გაზეთ „ალიონის“ 27 ივნისის ნომერში (#15) დაიბეჭდა სტატია, რომელიც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის „ბასრა 1“, „ბასრა 2“ და „ბასრა 3“ მშენებლობას შეეხებოდა. 5 ივნისს, ჟურნალისტების ჯგუფი სოფელ გომში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ და სოფელ გომის…
  • 65
    რატომ არ ხვდებიან საზოგადოებას კომპანია „პარვუს ჯგუფის“ხელმძღვანელები?2023 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა: _კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ  სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებით, არ მონაწილეობთ კომისიების სხდომებში…ა, ბატონო, ვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი  შილაკაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი  მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ  კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამისი…
  • 59
    გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“„პარვუს ჯგუფის“ მიერ ჰესების მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს ძალით მოითხოვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე ბჟუჟის ხეობაში, კომპანია „პარვუს ჯგუფის“მიერ , სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. გარემოსდამცველები მიიჩნევენ რომ კომპანიამ ადგილზე გზის გაყვანის სამუშაოები ისე დაასრულა და ადგილზე სადერევაციო მილები ისე დაასაწყობა – ანუ მშენებლობის პირველი ეტაპი ისე დაიწყო, რომ არანაირი კვლევები არ ჩაუტარებია, ადგილზე არ ყოფილა არც ბუნების დამცველები,…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…