კურსდამთავრებულებს მიმართავს

სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა.

ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე.

ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდნენ ლამფის შუქზე და უგზოობის პირობებში.

გვინდა ამ მასწავლებლების სახელები უკვდავყოთ და შევიტანოთ სკოლის მატიანეში. მათ არ დაიშურეს არაფერი ზოტში სწავლის მაღალი ხარისხისათვის.შედეგიც სახეზეა. ეს თითოელი მათგანის ბიოგრაფიის სასახელო ფურცელია.

ამიტომ გვთხოვთ ყველა იმ მასწავლებელს, ვისაც ზოტში უმუშავია, მოგვაწოდოთ თქვენი ფოტოები და ბიოგრაფია. სოფელზეც თუ რაიმე მოგონებებს მოგვწერთ, კარგი იქნება. ვინც ცოცხალი აღარაა, ნათელი ჰქონოდეთ. ოჯახის წევრებს, ნათესავებს ვთხოვთ მოგვაწოდონ მათი ფოტოები და თუ მოუსმენიათ, მოგონებები ზოტზე.

ასევე ვთხოვთ ზოტის სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება და მუშაობენ სხვადასხვა სოფლებსა თუ ქალაქებში მასწავლებლად, ექიმად, ფარმაცევტათ, ინჟინრად, ადვოკატათ თუ არიან ბიზნესით დაკავებულნი, ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ფოტოები, ავტობიოგრაფია და ტელეფონის ნომრები.

პატივისცემით,

ნევრიზ მიქელაძე,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ჩვენი ელფოსტა: nevrizimikeladze @ gmail.com

mob: 551 15 87 18

მსგავსი სტატიები