საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლოესი 2 დღის განმავლობაში გურიაშიც მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად ძლიერი წვიმის, მთაში და მთასთან ახლოს მყოფ დასახლებებში თოვლის სახით.

ლანჩხუთში ჰაერის ტემპერატურა პლუს 5-9 გრადუსი იქნება: ურეკში _ 5-6 გრადუსი, ოზურგეთში და  ჩოხატაურში 5-7 გრადუსი, ხოლო კურორტ ბახმაროში მინუს 7-4 გრადუსი.

სურათზე: გომისმთა

მერაბ სანიკიძის ფოტო

მსგავსი სტატიები

  • 73
    25-26 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • 64
    ამ თარიღამდე ზაფხული დაბრუნდა - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდზე გვაფრთხილებენსინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,…
  • 63
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
  • 63
    უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში  შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება…
  • 62
    ამინდი მკვეთრად უარესდება _მოსალოდნელი პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო 23-26 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე…