კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს:

„გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _ მალე დავუბრუნდები სამუშაო პროცესს.

ჩვენი ოზურგეთი და მისი ღირსეული საზოგადოება რომ ვიცი, ის დიდი პატივისცემა, რომელიც ჩვენს მშობლებს და ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს –  გაკვირვებული და შეურაცხყოფილი დავრჩი  ტვ – „მთავარის“  სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ რეპორტაჟზე, თუ როგორ გააშუქეს ჩემი ამბავი.

ადამიანს რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოკითხვის ნაცვლად, ასეთ სამარცხვინო დეზინფორმაციას გაუვრცელებ, ამას რა ჰქვია?!… არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გაშუქდა,  არ შეესაბამება სიმართლეს და არის  ცილისწამება და დისკრიმინაცია ჩემი კომპანიის და ჩემს მიმართ“ _წერს ბეჟან ნაკაიძე.

 

 

მსგავსი სტატიები