დღეს, ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მარში გაიმართა.
17 საათზე ქალთა აქცია ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეარის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე გაიმართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ურუშაძემ განაცხადა ისინი უერთდებიან ქალთა მოძრაობის მიერ დედაქალაქში დაგეგმილ ქალთა მარშს და ითხოვენ საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვიოს ე.წ. „რუსული კანონი,“ რომელიც თავისუფლებას შეუზღუდავს არასამთავრო ორგანიზაციებს, მედიას, თავისუფალ საზოგადოებას.
_ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, ღირსეული ცხოვრებისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, ქალების ხმას ვერ ჩაახშობენ _განაცხადა ნინო ურუშაძემ.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ,“ თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს სამოქალაქო აქტივისტმა ნათია ვაშალომიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თამარ ოგანოვამ,აფხაზეთიდან დევნილმა ნინო გამისონიან, მარინა სუნგულიამ, პედაგოგმა ირმა გორდელაძემ,მოსწავლე სესილი თოდრაძემ და სხვებმა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქალთა საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართება.
„არა რუსულ კანონს! კი, ევროპას!_სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მსგავსი სტატიები
- 67გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 66
- 64ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 64როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 62„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…