„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ. ამის შესახებ ინფორმაციას IPN.GE ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.
მსგავსი სტატიები
- 79გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 76„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 74
- 72ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 72როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…