მენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში.
მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა საქართველოს ენერგეტიკის დარგში მომუშავე მაღალი დონის პროფესიონალი 20 ქალიდა 20 უფროსკლასელი მთელი საქათველოს მასშტაბით, მენტორები და მოსწავლეები დააწყვილეს ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყო 6 თვიანი სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მენტორები მოსწავლეებს უზიარებდნენ ცოდნას, გამოცდილებას, აძლევდნენ რჩევებს მომავლის პროფესიებთან დაკავშირებით. ისინი ასევე, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მათ მოინახულეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), მზის ელექტროსადგური და ქართლის ქარის სადგური. არაერთმა მენტორმა დამატებით გაამდიდრა უკვე არსებული პროგრამა საკუთარი ინიციატივით შემოთავაზებული ვებინარებით.
სამენტორო პროგრამამ მნიშვნელოვნად აამაღლა მონაწილეთა ცოდნა დარგის შესახებ, ასევე შესაძლებლობა მისცა მათ, გასცნობოდნენ დარგთან დაკავშირებულ ბევრ ნიუანსს და გაეგოთ, თუ რა კარიერული შესაძლებლობები არსებობს ამ დარგში.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მენტორად „ბახვი ჰესის“ ინვესტორი კომპანიის, CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი შეირჩა, ხოლო მოსწავლედ, მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნათია შავაძე.
მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე – ნათია შავაძე:
„ნანამ მთელი ჩვენი შეხვედრების და სამენტორო პროგრამის მიმდინარეობის დროს უამრავი რამ მასწავლა, როგორც პიროვნული ასევე, პროფესიული თვალსაზრისით. ამ პროგრამამ პროფესიის არჩევა გამიმარტივა, დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და გამიფართოვა ხედვა. მნიშვნელოვანი გყავდეს ადამიანი, ვინც დაგიდასტურებს რომ სწორად იქცევი ან/და მოგცემს რჩევებს, რომ შემდგომშიც სწორი არჩევანი გააკეთო. მადლობა ნანას მხარდაჭერისთვის, ის არამხოლოდ მენტორი, არამედ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ძვირფასი მასწავლებლიც კი გახდა. ასევე, დიდი მადლობა სამენტორო პროგრამის თითოეულ ორგანიზატორს, რათა მომცეს შესაძლებლობა, მიღეღო ამ ძალიან საინტერესო და საფუძვლიან პროგრამაში მონაწილეობა“.
ნანა ბერძენიშვილი – CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი:
„ჩემი აზრით, მოცემული პროგრამა 2 უმნიშვნელოვანეს რამეს შესძენს ახალგაზრდებს, პირველი იქნება გამბედაობა: გამბედაობა სურვილებში, მისწრაფებებსა და მიზნების დასახვაში და მეორე, გაზიარების კულტურის მნიშვნელობა და აუცილებლობის გაცნობიერება. მჯერა, რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ამ პროცესს შეუძლია ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის – ახალზარდების ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. მჯერა, რომ მენტორობის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისათვის, ეს პროცესი იქნება უდიდესი მოტივაციის წყარო, რომელიც განავითარებს მათ, გახდის მეტად გაბედულებს აწმყოშიც და მომავალშიც. მჯერა, რომ გაუჩნდებათ ინტერესი ენერგეტიკის სფეროს მიმართ, ხოლო თავის მხრივ გაბედულებისა და ინტერესის სიმბიოზი, საოცარი ნაზავია წარმატებისათვის“.
მსგავსი სტატიები
- 96„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე. გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის…
- 96კომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი…
- 95კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
- 94ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არსებული სტუდენტური გრანტით 2024 წლის სექტემბრიდან კიდევ ორი სტუდენტი ისარგებლებს. სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი მარიამ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მთისპირელი ქეთევან მათითაიშვილი კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის ეკოლოგიის ფაკულტეტზე. ქეთიც და მარიამიც ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო…
- 94კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს…