სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი მთამსვლელების ჯგუფის ცნობით, ერთ-ერთი მთამსვლელი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შსს და საგანგებოს სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების თქმით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”. – წერია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 72
    დაღუპული მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი 3800 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს - როგორ დასრულდა სამძებრო ოპერაცია შხელდაზეშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი…
  • 66
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 58
    ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე ავტოასაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპაჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცავია_ გიორგი ხაჯიბეგოვი სოფელ ვან ზომლეთიდან. ასევე დაღუპულია გოგა მეფარიშვილი (სოფელი გორა), თომა ჟღენტი. შემთხვევა დღეს მოხდა. 2 დაშავებული, ჩოხატაურში ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია“ გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • 57
    „კროკუსში“ დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაჯგუფის „რუსეთი დღეს“რედაქტორმა მარგალიტა სიმონიანმა ტელეგრაფ-არხზე განაცხადა. _მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე ეს „ნორდ ოსტზე“ იყო. ..თქვა მან.
  • 57
    სოფელ ნატანებში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვეს. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოჯახის წევრები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.