კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე ტიპის რეაქტორები, როგორიც იყო ჩერნობილში, შესაბამისად, საომარი მოქმედებების პირობებში, ეს იყო სწორი მინიშნება, რომ ორივე ქვეყანამ სიფრთხილე გამოიჩინოს.
მისი თქმით, აქ საუბარი არ არის ჩერნობილის მასშტაბის კატასტროფაზე, რადგან იქ თავად რეაქტორი აფეთქდა და ურანი გარეთ გამოიფრქვა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ პრობლემას წარმოქმნის. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, ჩერნობილიდან წამოსულმა დაბინძურებულმა ჰაერმა საქართველოშიც შემოაღწია, გია არაბიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით, კურსკი გაცილებით ახლოს არის.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე ტიპის რეაქტორები (4 იყო, ახლა 2 გამოსულია ექსპლუატაციიდან), როგორიც იყო ჩერნობილში. ასეთი ტიპის სადგურებს დამცავი გარსი არ უკეთდება. ამიტომ იმის მინიშნება იყო, რომ ეს სადგური, როგორც ჩერნობილში არ ჰქონდა დამცავი გარსი, ასეთია და ბუნებრივია, საომარი მოქმედებები ქმნის გარკვეულ პრობლემას. როდესაც დამცავი გარსი კეთდება, მას თვითმფრინავი რომ დაეცეს, არ უნდა გაირღვეს, თუ გახსოვთ, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, როგორ ჩამოინგრა ეს შენობა. ანუ, ისე მიმდინარეობს დამცავი გარსის მშენებლობა, რომ თვითმფრინავის, საავიაციო ბომბის მოხვედრის დროს, მან უნდა გაუძლოს და შიგნით არაფერი არ უნდა მოხვდეს. ეს ჰქონდა იმ კაცს მხედველობაში, რომ მიდის უთავბოლო სროლები და რა საშიშროება არსებობს. ეს ჩერნობილის მასშტაბის საშიშროება ვერ იქნება, გააჩნია რა მოხვდება და როგორ. ჩერნობილში მოხდა შიგნით, თვითონ რეაქტორი აფეთქდა და თუ რამე იყო გარეთ გამოიფრქვა. ბუნებრივია, თვითონ რეაქტორის აფეთქება, ძალიან ცუდი ვარიანტია, ამასთან, დღევანდელი ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქარის მიმართულება. მაგალითად, ჩერნობილი რომ აფეთქდა, ძირითადად მაინც დასავლეთისკენ წავიდა, მაგრამ, ქარის მიმართულების გამო დაბინძურდა არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, არამედ, საქართველოც კი. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, მაშინ აფხაზეთში, გურიაში იყო ძალიან სერიოზული წერტილოვანი დაბინძურება. ამიტომ, რა მიმართულებით იქნება ქარი და მსუბუქი ფრაქციები სად და როგორ წავა, ამაზეა დამოკიდებული.
წყარო: SP/IT
მსგავსი სტატიები
- 87გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ. პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა…
- 85ავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
- 82ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა…
- 812024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი…
- 80„ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…