4 ივლისს, 17 საათზე,  ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში,სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” დამფუძნებლის,ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

იუბილეს ჩატარებამდე,ოზურგეთში, 16:00სთ. მისი საცხოვრებელი სახლის წინ,საზეიმოდ გაიხსნება ჯუმბერ დუნდუას სახელობის მემორიალური დაფა.

სუხიშვილების დასში მრავალწლიანი კარიერის დასრულების შემდეგ,ჯუმბერ დუნდუა მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა გურიაში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში.

1978 წელს,მან დააარსა ანსამბლი ,,გურია”,რომელიც 1998 წელს სახელმწიფო ანსამბლი გახდა.

1986 წელს,მისი დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად,ნინო რამიშვილთან და თენგიზ სუხიშვილთან ერთად,ოზურგეთში,ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია დაარსდა.

2012 წელს,ჯუმბერ დუნდუას,2016 წელს კი სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას”, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანიბისთვის,ოზურგეთის თეატრის თაღებში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

2014 წელს,ჯუმბერ დუნდუას გარდაცვალების შემდეგ,სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” მისი სახელი მიენიჭა.

 

მსგავსი სტატიები

  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 41
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 40
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 40
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…