ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა, თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია დავითაშვილით შეცვალა, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.

ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს პოზნანში პოლონეთთან გამართავს.

ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი – საქართველო 0:1
გოლი: ქოჩორაშვილი (71)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

SPORTALL.GE

მსგავსი სტატიები

  • 64
    როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია. ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს: Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.2, ლოჩოშვილი 7.2, ქოჩორაშვილი 7.6, კიტეიშვილი 7.3, ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.9, გოჩოლეიშვილი 6.2, ნონიკაშვილი 5.9, დავითაშვილი 6.2, ზივზივაძე 5.9, გოგლიჩიძე 6.0. Sofascore:…
  • 59
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 59
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 58
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 57
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…

არ გამოტოვოთ