საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას.

„თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიების შესახებ ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ამავდროულად, დღის წესრიგში საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი დააყენოს”, _ წერს კოკოითი „ტელეგრამის“ არხზე.

კოკოითი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი თამამი განცხადება გააკეთა.

„ივანიშვილის განცხადებაში არსებითად ახალი არაფერია. მე 2008 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ყველაფრის აშშ-სა და უტვინო სააკაშვილზე გადაბრალების მცდელობა წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელურია. პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა“, -_აღნიშნავს ედუარდ კოკოითი.

მისივე თქმით, საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა იყოს.

„საქართველოსთან მშვიდობა ზუსტად რუსეთის პირობებით უნდა იყოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე არ შეუქმნან“, _ აცხადებს კოკოითი.

ცნობისთვის, გორში, “ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა  შემდეგი განცხადება გააკეთა: – “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 93
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…
  • 91
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 91
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 90
    შალვა პაპუაშვილი მერცის, მაკრონის და ტუსკის განცხადებაზე - სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე „სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, _ აღნიშნავს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. „ვაიმარის სამკუთხედმა“ _ საფრანგეთის, პოლონეთისა…
  • 87
    „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს შეფასებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.“ირაკლი პაპავა: საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center წარმომადგენელი გურიის რეგიონში: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 1 ივლისიდან ოფიციალურად უქმდება ამავე სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული უწყება, 2005 წლიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია არსებობს…

არ გამოტოვოთ