ოზურგეთის სასამართლომ დაბა ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

დღეს დასრულდა ოზურგეთში სასამართლო პროცესი, სადაც „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილებოდა. პარტიის წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძეს და მის წარმომადგენელს დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სამუშაო საათების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ყოფნას ედავებოდნენ.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა. რაც შეეხება, დავით შარაშიძეს, მისი ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში მოსამართლემ არ დაადგინა.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მტკიცებულების სახით აღნიშნული თანამდებობის პირების საარჩევნო შტაბში ყოფნის ამსახველი ვიდეო-მასალა ჰქონდა წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები