გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „მწვანეებმა“ და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“. ოპოზიციური პარტიები – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ულტრამემარცხენე „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ წინააღმდეგ წავიდნენ. „მემარცხენეებმა“ კი თავი შეიკავეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 73
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 70
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…
- 70
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 69
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 68
გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…