დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 157-ე თეატრალური სეზონი, სპექტაკლ „კუკარაჩას“ პრემიერით გაიხსნა.
სპექტაკლი „კუკარაჩა“ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, სადაც შეტანილია ფრაგმენტები რომანიდან „მარადისობის კანონი.“
რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა.
მხატვარია _ლომგულ მურუსიძე; ინსცენირება- ნინია სადღობელაშვილი; კოსტუმების მხატვარი- ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გაფორმება _ კოტე მალანია; სასცენო მოძრაობა – გია მარღანია, მარიკა ქვეითაია; რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ჩავლეშვილი.
მაღალზნეობრივი იდეალებითა და ჰუმანიზმით სავსე ნოდარ დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები, სპექტაკლი, რომელიც პიროვნული არსის, ბედისწერის, სიკვდილისა და სიცოცხლის რაობის შესახებ მოგვითხრობს.
სპექტაკლში მთავარ როლებს (კუკარაჩა, ინგა) გიორგი დოლიძე და თამარ ჭანუყვაძე ასრულებენ.
სხვა როლებში: მურტალო _ლევან საღინაძე; ანიკო _ თამარ მდინარაძე; მარგო _ბელა კიკვაძე; დავითი _ზაზა ჯინჭარაძე; გაბო _ირაკლი ვადაჭკორია; ანჟელა _შორენა გვეტაძე; მოსე _გიორგი ჩავლეშვილი; რებეკა _ თეა კეჭაყმაძე; მართა_ მარიკა ასათიანი; ალი _გენადი ნიკოლაშვილი; მოსამართლე _დავით კვერღელიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდიელები: თამაზი _მამუკა ღლონტი; ვიოლინო _ლილე ღლონტი; ისხააკი _გიორგი მჟავია; იბრაჰიმა_ლუკა ჯულაყიძე; ჭორიკნები _მარი ხანთაძე, ქრისტინე დოლიძე; გიორგი მარგველანი, ვახო ტიკარაძე, ნინი მეგრელაძე, ნიაკო კიკვაძე.
სპექტაკლის შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს და სხვა სტუმრებს.
მსგავსი სტატიები
- 62ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის, ,,მებადური და ოქროს თევზი“ პრემიერა შედგა. ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოები მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებით - ,, ხარბი და ბოროტი ვერაფერს მოიგებს, ყველაფერს დაკარგავს, ცხოვრებას მოილევს, ბოლოს კი ინანებს". ალექსანდრე პუშკინისა და ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი…
- 58დღეს, ქ. ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში ახალი მხატვრული ფილმის „ბრძოლა _ბერი გაბრიელი“ეპიზოდების გადაღება მიმდინარეობდა.ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ბრაზილიისა და საქართველოს კინოაკადემიების წევრი, ქართველი და უცხოელი მაყურებლებისათვის კარგად ცნობილი რეჟისორი გიორგი კაჭარავა. მაყურებელი მას განსაკუთრებულად იცნობს სოსო ჯაჭვლიანთან ერთად შექმნილი ფილმით „მაიტა ნასოსი“ (2010 წ.), სადაც იგი რეჟისურის გარდა ბრაზილიელი ჟორჟის როლს…
- 58ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…
- 58ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 5624 ნოემბერს, 14:30 საათზე, კინო-თეატრ Studio-ში წარმოდგენილი იქნება ორი განსაკუთრებული სპექტაკლი: ნოდარ დუმბაძის „ცის კარი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) „ილია – თანამდევი სული“ (რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძე). ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ჩანაწერი იქნება, რადგან „ილია – თანამდევი სული“ მსოფლიო პრემიერით პირველად სწორედ ათენის სცენაზე იქნება წარმოდგენილი!…