26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება.
განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ცნობებით: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ცნობებისა და დასკვნების თანახმად, საარჩევნო დღე ძირითადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის საიდუმლოს ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ცნობებით, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს პროცესის საჯარო ნდობაზე.
„ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ანგარიშები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მოხელეებზე, ფართოდ გავრცელებული დარჩა კამპანიაში. ამან, და ამას მიმატებული არჩევნების დღეს ამომრჩევლების ფართო თვალყურის დევნებამ, წუხილები გააჩინა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობაზე“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზებ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ არჩევნების დამკვირვებლები იუწყებიან არათანაბარი პირობების, პოლარიზებულ ატმოსფეროში გამყოფი კამპანიის და ამ საარჩევნო პროცესზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის გამო მნიშვნელოვანი შეშფოთების შესახებ.
შესაბამისად, ბორელი და ევროკომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
„მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია აცხადებენ, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია“.
„ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს“, _აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 96დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
- 95პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
- 92საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 91დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 90არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…