„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც „არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“.

როგორც შეხვედრის შემდეგ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია და ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება.

„მთავარი იყო მზაობა. ევროკავშირის სხვადასხვა ფრაქციიდან და სხვადასხვა კომიტეტიდან არიან, მაგრამ ერთნაირი მზაობაა, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რათა ეს არჩევნები არ იყოს აღიარებული. საუბარი არც დაგვჭირდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირდაპირ ითქვა: სხვადასხვა ტიპის სანქციები; სანქციების ჩამოსვლა ქვედა დონეზე, იმ ხალხზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, [საუბარი იყო] სხვადასხვა ტიპის ზომაზე, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება.

წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია – ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“,- განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, როდისაა მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, დოლიძე ამბობს, რომ „შიდა ბიუროკრატიული სამუშაო დარჩა, რომელიც ევროკავშირში უნდა გატარდეს“.

„სულ ორი მომხრე ჰყავთ ამათ [„ქართულ ოცნებას“], ვისაც ხელს ართმევენ. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და ახლა დარჩა სამუშაო შიდა არჩევის, რა დროს როგორი მიდგომა ჯობია“, – განაცხადა დოლიძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 76
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 74
    ჯოზეფ ბორელი - საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს, მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო - გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთსაერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
  • 71
    გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
  • 70
    ყოფილი დიპლომატები ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენყოფილი დიპლომატები ევროკომისიის ანგარიშს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი განმარტებით,  როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას აძლევს საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. აღნიშნულ ანგარიშს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ; ანგარიშის თანახმად, „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“; „საქართველოში მიღებული და აღსრულებული…
  • 68
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…