დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

19 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი (სახალხო კრება) განიხილავს განცხადებას ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნება.

ასლან ბჟანიას გადადგომა აიძულა ოპოზიციამ. 15 ნოემბერს, რუსეთ-აფხაზეთის “საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო აღმართული ღობე მოანგრიეს და პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.

პროტესტის ფონზე პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრა უნდა გამართულიყო. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ ბჟანიამ კი თავი მშობლიურ სოფელ ტამიშში შეაფარა.

წყარო: რადიო „თავისუფლება“

მსგავსი სტატიები

  • 69
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 66
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 65
    მამუკა მდინარაძე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესიჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
  • 65
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
  • 63
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…