„აქციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, მუშაობაში ხელი შეუშალეს რამდენიმე ჟურნალისტს“ _ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

„მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. იგი საპროტესტო აქციას აშუქებდა.

ტელეკომპანია ავრცელებს მისი დაკავების კადრებს და წერს, რომ სამართალდამცავებმა ოპერატორზე იძალადეს, დაამტვრიეს მისი კამერა.

როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათთვის ამ დროისთვის უცნობია, სად არის გადაყვანილი დაკავებული ოპერატორი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოპერატორი „წესრიგს არღვევდა“ და თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაამტკიცოს:

„რას იღებდა არ ვიცი, არ შევსწრებივარ მის დაკავებას. სერგი ბარამიძეს განუმარტავდა პატრულ-ინსპექტორი დაკავების არსს. სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი. თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს, სასამართლოში [იტყვის]“, – უთხრა გოგა მემანიშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სამართალდამცავებმა მასზე მაშინ იძალადეს, როდესაც დემონსტრანტების დაკავების კადრების გადაღებას ცდილობდა:

„ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ დემონსტრანტებს და ამას ვიღებდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი იმ მანქანებს შორის, სადაც დაკავებულებს ათავსებდნენ. ჯერ ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მერე – მეორემ. უკან გადავიწიე და ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც სახე არ უჩანდა, დამარტყა, გაიწია ჩემი ტელეფონისკენ. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ისევ მკრა ხელი და გადამაგდეს დაკავების მანქანების წინ, სადაც სხვა პოლიციელებს ჩემთვის აღარ ეცალათ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მინდია გაბაძე.

OC Media-ს ჟურნალისტმა მარიამ ნიკურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, როგორ წაართვა სამართალდამცავმა მას ტელეფონი, რომლითაც დემონსტრანტების დაშლის კადრებს იღებდა:

“აქტივისტებისგან გაწმენდის დროს ვიღებდი ვიდეოს. ერთმა მეორეს ანიშნა ჩემზე. მოვიდა, შემატრიალა, წამართვა ტელეფონი ცოტა ხნით, მითხრა, რომ “შენიანები” იქით გარბიანო. ვეჩხუბე, ტელეფონი დამიბრუნა, ვიდეო დაპაუზდა და არ ჩაიწერა ამ ჯაჯგურში”, – წერს მარიამ ნიკურაძე.

რადიო „თავისუფლება“

რადიო „თავისუფლების“ ფოტო

მსგავსი სტატიები

  • 80
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 71
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 69
    პრეზიდენტი - 3 კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს არჩევნები აღიარებული - ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა!3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
  • 65
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 65
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაროგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…