ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“.
„ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და ქრონოლოგიურად გადმოცემული ეპიზოდები, რაც ქმნის უნიკალურ კავშირს წარსულსა და თანამედროვეობას შორის.
სპექტაკლის დადგმა ეკუთვნის ლაშა ონიანს, ინსცენირების ავტორია სოფო ფალიანი.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს და სპექტაკლის რეჟისორს მსგავსი თემატიკის სპექტაკლის დადგმისთვის და აღნიშნა, რომ
ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარმოჩენა სპექტაკლებით, რომლებიც ხაზგასმით წარმოაჩენს რუსული ჩექმისგან გამოწვეულ ისტორიულ ტკივილს, უდიდესი მნიშვნელობისაა. სწორედ ასეთი შინაარსის მქონე სპექტაკლები, როგორიცაა „ლუშნუ“, ნათლად ასახავს საქართველოს კუთხეების უნიკალურ ისტორიას და ეხმიანება ჩვენი თეატრის მიერ განხორციელებული ტრილოგიის იდეასაც.
მსგავსი სტატიები
- 96ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 91ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
- 91ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
- 90დღეს, ქ. ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში ახალი მხატვრული ფილმის „ბრძოლა _ბერი გაბრიელი“ეპიზოდების გადაღება მიმდინარეობდა.ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ბრაზილიისა და საქართველოს კინოაკადემიების წევრი, ქართველი და უცხოელი მაყურებლებისათვის კარგად ცნობილი რეჟისორი გიორგი კაჭარავა. მაყურებელი მას განსაკუთრებულად იცნობს სოსო ჯაჭვლიანთან ერთად შექმნილი ფილმით „მაიტა ნასოსი“ (2010 წ.), სადაც იგი რეჟისურის გარდა ბრაზილიელი ჟორჟის როლს…
- 889 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…