დღეს, სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიში განიხილეს.
ჟურნალისტები, ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთი-ლიხაურის მარშრუტის მიკროავტობუსით მივედით. ჩვენს კითხვაზე მგზავრებისადმი, იცოდნენ თუ არა მათ სოფელში ცემენტის საწარმოს მოწყობის თაობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ, უარყოფითად გვიპასუხეს, მხოლოდ ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სოფლის ცენტრში რაღაც უნდა განიხილონო.
სამწუხაროდ, განხილვას ლიხაურიდან რამდენიმე ადამიანი დაესწრო. იყვნენ სოფელ მაკვანეთის წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძემ განაცხადა, რომ მერის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად იზრუნეს (პირადად, სოციალური ქსელითაც), რომ მოსახლეობა ინფორმირებული ყოფილიყო ამ განხილვის შესახებ, თუმცა განხილვაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის აზრით, სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ შესაბამისი განცხადება იდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ვებ.გვერდზე, ასევე სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ წინა დღით, მობილურების საშუალებით მიიღეს შეტყობინება ამ განხილვის შესახებ, რაც მათი აზრით საკმარისი ღონისძიება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის.
განხილვა მწვავედ წარიმართა.
_ლიხაური დიდი ექვთიმეს მშობლიური სოფელია. აქ არის უძველესი ტაძრები, სხვა ისტორიული ნაგებობები. ეს არის ტურისტული ზონა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია. მდინარე აჭისწყალი ისეთ მდგომარეობაშია, იქ კალმახი აღარ არის. კი აქვს დამსახურება იმდენი ექვთიმე ღვთისკაცს, კი აქვს დამსახურება ამ სოფელს ყველა ომში, ეროვნულ მოძრაობაში, რომ ასეთი საწარმო არ გაკეთდეს _თქვა ლიხაურელმა ჯანიკო გორდელაძემ. (გამოსვლელების შესახებ შემდეგ შემოგთავაზებთ).
როგორც საკონსულტაციო კომპანიის და შპს „მწვანე მრჩევლების“ წარმომადგენლებმა გიორგი თევზაძემ და ლევან ოზბეთელაშვილმა აღნიშნეს საწარმო კვაჭალათის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის აუზიდან 90 მეტრში იქნება განთავსებული, ნედლეულს თურქეთიდან ჩამოიტანენ და დღე-ღამეში 1200 ტონა ცემენტს აწარმოებენ. საწარმო თვეში 15 სამუშაო დღეს იქნება დატვირთული. წლიური წარმოება 216 000 ტონა ცემენტი იქნება. პროდუქციის მისაღებად გამოყენებული იქნება ელექტროენერგია. საწარმოს ექნება დამჭერი ფილტრები.
უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო კომპანიის მიერ საწარმოს აგების შემთხვევაში მოსალოდნელი რისკების შესახებ მწირად იყო წარმოდგენილი.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შესაძლებელია წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.
მსგავსი სტატიები
- 71ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
- 692024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 682023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
- 68წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 68რამდენიმე დღის წინ რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…