სულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.
ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო – წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.
თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბალიკესირის პროვინციაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში ერთი შენობა ჩამოინგრა.