სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.
„სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ _აღნიშნა მოსამართლემ.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ამასთან, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
- 64აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 63
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 000 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 933 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 22 786 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 29 063 ერთეული [+47]… - 63
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 63ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს. ასევე,…
- 62
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…