შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება.
CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა.
„სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა მშვიდობა და არ მინდა ვიხილო, როგორ ხოცავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ის. მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ [პრეზიდენტ ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში და ახლა ეს აღარ მოხდება“, _ აღნიშნა ტრამპმა.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 74
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 71
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
- 70
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 70
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…
- 67
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…