ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.
ამერიკული არხი CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.
წყარო: alion.ge
მსგავსი სტატიები
- 60
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 60
15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.… - 60
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 59
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - „მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს“59
დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი. ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში…