აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული.
დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესშია, რომ ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადოს მხოლოდ ერთი ოფიციალური ენა და რომ ინგლისურის ოფიციალურ ენად დამკვიდრება არა მხოლოდ გაამარტივებს კომუნიკაციას, არამედ გააძლიერებს საერთო ეროვნულ ღირებულებებს და შექმნის უფრო შეკრულ და ეფექტურ საზოგადოებას.
დონალდ ტრამპის განკარგულებით, სააგენტოების ხელმძღვანელებს არ მოეთხოვებათ შეცვალონ, წაშალონ ან სხვაგვარად შეაჩერონ დოკუმენტების, პროდუქტების ან სხვა სერვისების წარმოება, რომლებიც მომზადებული ან შეთავაზებულია ინგლისურის გარდა სხვა ენებზე.
ტრამპის ახალმა ბრძანებამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ამოქმედდა 1990-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს, რომელიც ფედერალური დაფინანსების მიმღებ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს ავალდებულებდა, დახმარება გაეწიათ არაინგლისურენოვანებისთვის.
NBC News-ი წერს, რომ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ს, ისტორიაში პირველად, ოფიციალური ენა ექნება, თუმცა შტატების უმრავლესობას ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა, უკვე გამოცხადებული აქვს. აშშ-ს აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენაა ქვეყანაში, აშშ-ს მაცხოვრებლები 350-ზე მეტ ენაზე ურთიერთობენ.
მსგავსი სტატიები
- „მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს“54
დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი. ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში… - 54
შშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ. „გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და… - 53
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 53შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…
- 53
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…