„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას,“ – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ განაცხადა. ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების გარეშე.

„მოხდა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების დამატება, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იმისათვის რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მქონე დაწესებულებებში. ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისსა და მედიკამენტებს აწვდიან მოსახლეობას,“-განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

„მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად მყოფ მოსახლეობას აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს. შეძლებისდაგვარად მიდიან სოფლად მყოფ თითოეულ მოსახლემდე, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    კიბოს სკრინინგის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ოზურგეთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით 20 ოქტომბერს ოზგურგეთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებდა. ოზურგეთის მოსახლეობამ შეძლო…
  • 52
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 მარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღის აღმზრდელს ქალბატონ ნანი სალუქვაძეს, ჩოხატაურის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმებს და ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ თამარ ასკურავას მიულოცა და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა…
  • 51
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
  • 51
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 50
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…

არ გამოტოვოთ