ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის ნებართვა არ მითხოვია), და ვეუბნები: _ რამდენი ფულია და მისი პატრონი როგორ ინერვიულებს მეთქი. თურმე ნუ იტყვით და საქმე სანერვილოდ მე მაქვს. იქვე მაქანასთან ვიდექით და საფულში არსებული დოკუმენტებით პატრონის ვინაობას ვარკვევდით.პირადობით იყო ახალგაზრდა  გოგონა,  გვარად ცეცხლაძე.

შვედით პირველსავე ყვავილების მაღაზიაში და ვიკითხეთ ვისი იყო მაქანა. ახალგაზრდა ქალმა გვიპასუხა_  ჩემიო . ვეკითხები:- რა გვარი ხართ მეთქი-მიპასუხა მამალაძეო. რა იყოო _ და არაფერი მეთქი. გვარი არ დაემთხვა დოკუმენტებში აღნიშნულ გვარს და წამოვედით. (საფული პოვნის ეს მესამე შემთხვევა მქონდა .ერთი ბათუმში ვიპოვე და როცა ქალმა დაინახა, დაიწყო ყვირილი,  ჩემიაო და იმ წუთში მივეცი. მითხრეს,რომ თურმე უნდა კითხო _ თანხა რამდენი გაქვსო; მეორე შემთხვევა ოზურგეთში, იმ დროს, როცა ბენზინს ქუჩაში ყიდნენ გაკირულზე , საფულეში 65 თუ 70 მანეთი იყო. ყოფილი კომკავშირის ქუჩის კვეთაში დავეწიე ასაკოვან ქალს და მივეცი საფულე, რომ  ნამდვილად მისი იყო, გაკირულის მაღაზიაში  დამიდასტურეს, პური იყიდა ჩვენთანო).

ის იყო მეორე მაღაზიაში უნდა შევსულიყავით,რომ მორბის მაღაზიის გამყიდველი თუ მეპატრონე, არვიცი  და ახალგაზრდა, რომელიც ნაყინს მიირთმევდა,ისე, ნაყინის მირთმევა არ შეუწყვეტია ,ყვავილების გამყიდველი მეუბნება, ხელების ჟესტუკულაციით მომეცი საფულე , თუ არა პატრულს დაუძახებო(?!)

ქალბატონი მარინა გაბრაზდა _ პატრულს კიარა ვისაც გინდა იმას დაუძახეო.

ახალგახრდა გოგონა ნაყინის მირთმევას განაგრძობდა და არაფერს ამბობდა,  მისი სახე პირადობაზე აღბეჭდილ ფოტოს ემთხვევოდა და ვეკითხები: _ თანხა რამდენი იყო მეთქი.  მითხრა _ 900 ლარიო. საფულე რა თქმაუნდა იმ წამსვე მივეცი.ყვავილების გამყიდველმა მადლობის მაგივრად მოგვაძახა:„თქვენ ორავე დებილები ხართო“ და წავიდნენ.

ჩვენ ორი „დებილი“ სახტად დარჩენილები  და შეურაცყოფილნი წავედით ჩვენს- ჩვენს სახლებში.

საზოგადოებას ვთხოვ გაითვალისწინოთ ჩემი შემთხვევა და ჩემსავით  რომ არ ინერვიულოთ, მიმართეთ პატრულს.

             მანანა ლომაძე

მსგავსი სტატიები

  • 96
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 87
    სოფელ მთისპირში სახლი დაიმეწყრასოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
  • 82
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 82
    „საუკეთესო ექიმი ხართ, მადლობა ჩემი ლაზარეს გადარჩენისთვის” - პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედის ემოციური პოსტი16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…
  • 81
    ოზურგეთში მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვესგავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.

არ გამოტოვოთ