ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა – ის ადგილობრივმა მეთევზეებმა პარასკევს, ბოლივიის ამაზონასის რეგიონში იპოვეს.
ბენის დეპარტამენტის საგანგებო ოპერაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს – სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის რადარიდან გაუჩინარდა. პილოტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ძრავის გაუმართაობის გამო მდინარე იტანომასთან ახლოს საგანგებო დაშვება განახორციელა.
„ალიგატორებით ვიყავით გარშემორტყმულნი, რომლებიც ჩვენგან სამი მეტრის რადიუსში იყვნენ. თვითმფრინავიდან ბენზინის გაჟონვამ მტაცებლები შეაჩერა” – განაცხადა პილოტმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, წყალში ანაკონდაც დაინახეს.
„ბედნიერი ვარ, რომ დაკარგულების საპოვნელად და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა გაერთიანდა” – ამბობს ის.
მსგავსი სტატიები
- 82
რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა - შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა… - 78
კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ქალაქ მონრეალიდან 50 კილომეტრში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს საჰაერო ხომალდი ცეცხლმოკიდებული დახვდათ. ტრაგედია პატარა ქალაქ სენტ-ბრიჟიდ-დ'იბერვილში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შაბათს ნაშუადღევს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ შევიდა შეტყობინება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის… - 76
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 75
"შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი..." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. „შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი… რასაც ადგილზე… - 75
პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში რელსებიდან გადასული მატარებელი ჩანს, რომლის გარშემოც მაშველები დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მალეფშაკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო…