ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა და ისრაელის თავდაცვის ძალები მათ მოგერიებაზე მუშაობს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია და რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი.
აიათოლა ალი ჰამენეიმ გამოაცხადა ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში:
• გენშტაბის დროებით უფროსად ჰაბიბოლა საიარი დაინიშნა,
• IRGC-ის მთავარსარდლად კი ყოფილი შს მინისტრი ვაჰიდი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
წყარო: იპნ.გე
მსგავსი სტატიები
- 67
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 65
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც… - 65
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 64
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის რამდენიმე რაიონში ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი განცხადებით, დარტყმების სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ისრაელის დარტყმები ძირითადად ირანის სამხედრო წარმოების ინდუსტრიებზე იყო ორიენტირებული. - 64აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…